იმ დროს, როცა ვაშინგტონი აძლიერებს ზეწოლას ზელენსკიზე, რომ მან დატოვოს პრეზიდენტის პოსტი, მისი ოპონენტები ტრამპის გუნდთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, _ იუწყება politico.
ტრამპის გარემოცვის ოთხმა მაღალჩინოსანმა გამართა საიდუმლო მოლაპარაკებები ზელენსკის რამდენიმე პოლიტიკური ოპონენტთან იმ დროს, როცა აშშ უერთდება მოსკოვის ნარატივს, რომ ზელენსკი უნდა გადადგეს.
ვაშინგტონელმა ჩინოვნიკებმა გამართეს მოლაპარაკებები უკრაინის ოპოზიციის ლიდერ, ყოფილ პრემიერ, საშინლად ამბიციურ იულია ტიმოშენკოსთან და ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს პარტიის წევრებთან.
დისკუსიის მთავარი თემა იყო, შეძლებს თუ არა უკრაინა ჩაატაროს სწრაფი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც იმიტომ გადაიდო, რომ ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია.
არჩევნების მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ის ქაოტური იქნება და მხოლოდ რუსეთის მისცემს ხელს, რადგან ბევრი ამომრჩეველი უკრაინის საზღვრებს გარეთ ცხოვრობს, როგორც დევნილი.































































