ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, 2005 წელს გადასახადებში 38 მილიონი დოლარი გადაიხადა, როდესაც მისი შემოსავალი 150 მილიონს შეადგენდა. აღნიშნულ ინფორმაციას NBCNEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული ინფორმაცია თეთრმა სახლმა მას შემდეგ დაადასტურა, რაც ტელეკომპანია MSNBC-ის ეთერში გადაცემა THE RACHEL MADDOW SHOW-მ ინფორმაციის გასაჯაროება დააპირა.
როგორც ცნობილია, საიტის დამფუძნებელმა, THE NEW YORK TIMES-ის ყოფილმა ჟურნალისტმა, დევიდ ქეიჯონსტონმა,დონალდტრამპის დეკლარაცია მეილით მიიღო.
როგორც თეთრ სახლში აცხადებენ, ტრამპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი იყო, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება მისი კომპანიის, ოჯახის და თანამშრომლების გადასახადებს.
გარდა ამისა, თეთრი სახლის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დეკლარაციის გასაჯაროება უკანონობაა.
როგორც ცნობილია, იანვარში, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, მისმა სახელმწიფო მრჩეველმა, კელანიკონვეიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი მის მიერ განხორციელებული გადასახადების შესახებ ინფორმაციას არ გაასაჯაროებდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბერში THE NEW YORK TIMES-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 1995 წელს ტრამპმა 916 მილიონი დაკარგა.
როგორც ცნობილია, ტრამპმა მაშინ 20 წლის წინანდელი ინფორმაციის გამოქვეყნება გააპროტესტა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ინფორმაცია THE NEW YORK TIMES -ის ჟურნალისტს ასევე ელექტრონული ფოსტით მიაწოდეს.