„თუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ნავთობზე ფასის ზრდის შეჩერება სურს, მაშინ მან შუა აღმოსავლეთში ჩარევა უნდა შეწყვიტოს“,_აღნიშნული განცხადება REUTERS-ის ინფორმაციით, ირანის ნავთობის მინისტრმა გააკეთა.
„ტრამპი ცდილობს შეამციროს ირანიდან ნავთობის ექსპორტი და ამავდროულად ფასი არ გაიზარდოს, მაგრამ ეს ორი რამ ერთდროლად შეუძლებელია.
თუ მას სურს ნავთობზე ფასი არ გაიზარდოს და ბაზარზე არ მოხდეს დესტაბილიზაცია, მაშინ უნდა შეწყვიტოს დაუსაბუთებელი და წესრიგის დამრღვევი ჩარევა და არ უნდა იყოს დაბრკოლება ირანის ნავთობის ექსპორტისთვის“,_განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა.





























































