თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებმა იდლიბში ვითარების შესახებ ისაუბრეს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
როგორც თურქეთის კომუნიკაციის დირექტორატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ , რომ საჭიროა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა იდლიბში ჰუმანიტარული დრამის მოსაგვარებლად.