ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელს სირიაზე საჰაერო იერიშის მიტანის უფლება მისცა. კერძოდ, თეთრი სახლის ლიდერი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი სატელეფონო საუბრისას შეთახმდნენ, რომ ისრაელის ავიაცია ჰომსის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე მიიტანდა იერიშს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, სირიაში განადგურდა საჰაერო თავდაცვის კომპლექსი, რომელიც ბაზაზე ირანიდან ჩაიტანეს, ისევე როგორც უპილოტო საფრენი აპარატი. დაიღუპა 14 ადამიანი, რომელთა შორის იყო ოთხი ირანელი სამხედრო ინსტრუქტორი იყო.
თავდასხმის ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ ცნობილია ის, რომ ისრაელის ავიაციამ დაბომბვა სირიაში ქალაქ დუმაში მომხდარ ქიმიურ თავდასხმამდე განახორციელა.
ასევე ცნობილია, რომ F-15-მა იერიში ლიბანის ტერიტორიიდან მიიტანეს. კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი მოუწებს ისრაელს არ ჩაერიოს სირიის კონფლიქტში.
ამავე თემაზე: “ეს შემთხვევა კომუნიკაციით უნდა გადაწყდეს”_ზახაროვა
მოამზადე, რუსეთო“_ აშშ-ს პრეზიდენტი
სირიაზე სარაკეტო დარტყმა დაიწყო
ვითარება მსოფლიოში დღითიდღე ქაოტური ხდება“_ პუტინი
„კატეგორიულად გვინდა რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან აცილება“
„ვმუშაობთ პარტნიორებთან, რომ მივხვდეთ, რა ხდება მიწაზე“ _ ტერეზა მეი