აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის პროვოკაციული განცხადებების გამო, აშშ ორ ბირთვულ წყალქვეშა ხომალდს “შესაბამის რეგიონებში განათავსებს.”
“რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს, უაღრესად პროვოკაციული განცხადებების საფუძველზე, მე გავეცი ბრძანება ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განლაგების შესახებ – იმ შემთხვევაში, თუ ეს სულელური და პროვოკაციული განცხადებები მხოლოდ ამას [სიტყვებს] არ წარმოადგენს. სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ხშირად შეიძლება გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს, იმედი მაქვს, რომ ეს ასეთი შემთხვევა არ იქნება. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!” _ წერს ტრამპი.
































































