ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი თანამდებობიდან გადააყენა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი, მაიკ პომპეო დაიკავებს.
დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი კი ჯინა ჰასპელი გახდება.
ამ გადაწყვეტილებების შესახებ, ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.