აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციამ, შესაძლოა უკრაინის არაპირდაპირი მხარდაჭერა შეწყვიტოს, რაც მოიცავს სამხედრო დაფინანსების სხვა სახეებს, სადაზვერვო მონაცემთა გაზიარებასა და სამხედრო მოსამზადებელ პროგრამებს, _ იუწყება The New York Times.
ციტატა: „ბაიდენის ადმინისტრაცია 67 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას, რომელიც კიევისთვის გაიცემოდა, მნიშვნელოვანად მიიჩნევდა. ტრამპი კი ნებისმიერ შემდგომ დახმარებას ზეწოლის ბერკეტად განიხილავს.“
ოვალური კაბინეტში პარასკევს გამართული შეხვედრის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი შესაძლოა უკრაინისთვის აშშ-ის მიერ გაწეული არაპირდაპირი დახმარების შეწყვეტასაც კი მიემხროს. ეს მოიცავს სამხედრო დაფინანსების სხვა წყაროებს, სადაზვერვო მონაცემთა გაზიარებას, უკრაინელი სამხედროებისა და მფრინავების მომზადებას და გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, საერთაშორისო დახმარების საკოორდინაციო ცენტრის ფუნქციონირებას.
პარასკევსვე ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უკრაინისადმი გაწეული ამერიკული დახმარება – მათ შორის ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში ავტორიზებული და დაფინანსებული საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბოლო მიწოდებები – შესაძლოა მალე გაუქმდეს.
გამოცემა NYT ასევე მიუთითებს, რომ კილის ინსტიტუტის მონაცემებით, ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინის სამხედრო ოპერაციებისთვის 138 მილიარდი დოლარი გამოყვეს, მაშინ როცა აშშ-ის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება 119 მილიარდ დოლარს შეადგენს.
































































