ცოტა ხნის წინ, ნიდერლანდების ნევროლოგიის ინსტიტუტის მეცნიერმა ისბრანდ ვან დერ ვერფმა საინტერესო განცხადება გააკეთა:
„მათ, ვისაც საძინებელი ოთახი გზის, რკინიგზის ან აეროპორტის მხარეს აქვთ, მალე ავიწყდებათ ძველი ინფორმაცია და უჭირთ ახლის დამახსოვრება. ეს იმ შემთხვევაშიც ხდება, თუ მათ ტრანსპორტის ხმაური ძილს არ უფრთხობთ“.
მახსოვრობისა და სწავლის უნარზე უარყოფითად მოქმედებს ძილის დროს ხელისშემშლელი გარემოებები.
ტვინმა რომ სრულფასოვნად იფუნქციონიროს, ჰიპოკამპი, თავის ტვინის ქერქის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მეხსიერებაზე, უნდა გაითიშოს. ასეთ მდგომარეობაში ადამიანს ღრმად სძინავს და ხელს არ უშლის ისეთი გარემო ფაქტორები, როგორიცაა ხმაური და სინათლე.
































































