თბილისში, ბეჟან კალანდაძის ასახვევში ტრაქტორი დაგორდა და 3 ავტომობილს დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“ გულისხმობს.
ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
წყარო: ipn