28 ოქტომბერს, “საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ “Pოსტ-ალიონი“ ტრენინგების ციკლი დაიწყო, რომლის მიზანი ჩოხატაურსა და ლანჩხუთის საარჩევნო ოლქებში მცხოვრები მოქალაქეების, ამომრჩევლის სამოქალაქო კულტურის განვითარების ხელშეწყობაა.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დროინდელი არჩევნების ისტორიას, ქალთა და მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობას ამ ისტორიულ პროცესში. დამსწრეთა ინტერესი გამოიწვია პირველი საყოველთაო არჩევნების პროცესმა, ხმის მიცემის პროცედურებმა, მაშინდელი მედიის და პარტიული აქტივების საინტერესო მუშაობის ამბებმა.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ია მამალაძე ამბობს, ტრენინგის კურსი მოიცავს ასევე, სახელმწიფო მოწყობის საკითხებს, სახელისუფლებო შტოების დამოკიდებულებებს, სამოქალაქო მონიტორინგის, ჩართულობის ფორმებს. ტრენინგი სამდღიანია და მესამე დღეს, მოდულს არჩევნების შესახებ ჩოხატაურისა და ლანჩხუთის საარჩევნო ოლქების წარმომადგენლები გაუძღვებიან.
მონაწილეთა მეორე ჯგუფი ჩოხატაურში 31 ოქტომბერს, 1 და 4 ნოემბერს დაიწყებს ტრენინგს, რომელიც ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობის დარბაზში გაიმართება მისამართზე: ჩოხატაური დუმბაძის 78.
მეორე ჯგუფში ჩართვის და სასწავლო კურსის მოსმენის მსურველებს, დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ტელეფონზე: 599 375373.