ახლახან, წინანდალში, სასტუმრო „რედისონ წინანდალში“, ჟურნალისტებისთვის გამართულ ტრენინგზე ყოფნისას, შესვენებაზე ეზოში გამოსული ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, მოულოდნელად ძაღლმა დაკბინა.
_ ვსეირნობდი ამ დიდებულ გარემოში. რა ვიცი, რატომ მეცა, ერთმა ძაღლმა დამკბინა. რას მერჩოდა ამ უწყინარ ბიჭს. უცებ რაც ვიფიქრე, აცრა იყო. სასწრაფოდ გადამიყვნეს თელავში. თან გადამყვნენ სასტუმროს წარმომადგენლები, ტრენინგის ორგანიზატორები. მიუსაფარი ძაღლები ყველგან არიან. აქაც, რა თქმა უნდა. კვებაც არ აკლიათ. ეტყობა, უცხოდ მიმიჩნია.. . _ მხიარულად გვიამბობს ჩვენი კოლეგა აცრის შემდეგ.
ის ახლა თავს კარგად გრძნობს.
კობა ფარტენაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელვიზიაში, 15 წელია, მუშაობს წამყვანის პოზიციაზე.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე