“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ იმედის ეთერში გადაცემა Swot ანალიზში შემდეგი სახის განცხადება გააკეთა:
“თუ მე წავედი პოლიტიკიდან მინდა დარჩენილი წლები ამას მოვახმარო, რომ ქართველებს და საქართველოს მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ჩვილი ბავშვი უნდა აღზარდოს დედამ. კარგია ეს გენდერული თანასწორობა, რაც დღეს ძალიან მოდაშია. გენდერული იმდენად მოდაშია დღეს, რომ ამის საწინააღმდეგოდ სიტყვაც რომ თქვა ალბათ… ემანასიპაცია მოიტანა ამან, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ადამიანს მემგონი აღზრდაში… აღარ განვვითარდები ამ მიმართულებით, ეს ჩემი საყვარელი თემაა.”
ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას ფეისბუქზე უფლებადამცველი ბაია პატარაია გამოეხმაურა:
“ბიძინაჩემო, თუ ჩვილი გინდა დედამ გაზარდოს, გაგვიზარდეთ დეკრეტული შვებულება და შეგვინარჩუნეთ ხელფასი, ეგება და ჩვენც კი გვინდა საკუთარი პირმშოების მოვლა და აღზრდა?! 6 თვეს რომ 166 ლარს უხდით დედა-შვილს, როგორ უნდა ეყოს ეგ ფული ან დედას, ან შვილს? გიფიქრია ამაზე? არა, არ გიფიქრია, შენ მხოლოდ შენ თავზე ფიქრობ და უბრალოდ გძულს აქტიური ქალები, გძულს პოლიტიკოსი ქალები და აქციებში მონაწილე ქალებიც გძულს.
ამიტომ ტრაკი დააყენე და ბევრს ნუ ტლიკინებ, დედაზე მეტად არ გიყვარს მათი შვილები და ქალებს ჭკუას ნუ ასწავლი, ხიხოვ!”_წერს ბაია პატარაია.