გერმანიის დედაქალაქიდან სამხრეთით, 60 კილომეტრში განთავსებულია მსოფლიოში უდიდესი ხელოვნური, გადახურული ტროპიკული კუნძული.
მასშტაბები მართლაც რომ შთამბეჭდავია.
კუნძულზე 30 ათასამდე ხე, ბუჩქი და მცენარე იზრდება. ამ გიგანტური აკვაპარკის სიგრძე 360 მეტრია, სიგანე 210 მეტრი, ხოლო სიმაღლე 108 მეტრი. საერთო ფართობი 66 ათასი კვადრატული მეტრია.
ასეთი ფართობი მიახლოებით 8 საფეხბურთო მოედნის ტოლია, ხოლო სიმაღლეში თავისუფლად დაეტევა “თავისუფლების ქანდაკება”.
ხელოვნურ კურორტს შეუძლია ერთდროულად 7 ათასი დამსვენებელი მიიღოს.
კუნძულის სახელწოდებაა “Tropical Islands Resort”. ჰაერის ტემპერატურა აქ მუდმივად +25 გრადუსია, ხოლო წყლის +28.