ქალაქ ოზურგეთში გარევაჭრობის საკითხი ისევ მოუგვარებელი რჩება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი შალვა გაბრიჩიძე ამბობს, როომ ეტაპობრივად ეს საკითხი გადაიჭრება.
“ძველი ბაზრის უკანა მხრიდან ეს საკითხი მოგვარებულია, რაც შეეხება წინა მხარეს, იქ მიმდინარეობს სხვადასხვა სარემონტო სამუშაოები, რის დასრულების შემდეგ ყველას მოუწევს ბაზარში შესვლა. ჩვენ ყველა გარემოვაჭრეს ვაფრთხილებთ და მათ იციან, რომ ძალიან მალე მოუხდებათ ბაზარში შესვლა“, _ ამბობს შალვა გაბრიჩიძე.
ქალაქ ოზურგეთში უნივერმაღთან მისვლამდე უკვე რამდენიმე დღეა, ჩვეულებრივად მიმდირეობს სასოფლო პროდუქტების გაყიდვა. ხან ისეთი მდგომარეობაა, რომ ფეხით მოსიარულეების ტროტუარზე გავლა უჭირთ.
“ჩემს პროდუქციას ვყიდი და ვმუშაობ. ბაზარში რომ შევიდე, იქ ადგილი არ არის. ახლა სადაც ვარ, ბევრი ხალხია და ამიტომ დავდექი აქ. მოსავალი ხომ უნდა გავყიდო? თქვენ გონიათ მე მიხარია აქ დგომა?“ _ გვითხრა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ.