“ალბათ გახსოვთ 2001 წლის 11 სექტემბერი, როდესაც თქვენ ტერიტორიაზე შემოიჭრა თვითმფრინავები და უდანაშაულო ხალხს დაესხნენ თავს.. ასეთივე გამოცდილება აქვს ჩემს ქვეყანას ყოველ წამს, ყოველ წუთს” – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ამერიკელ კონგრესმენებს
“მე მახსოვს თქვენი ეროვნული მემორიალი , სადაც გამოსახულია აშშ-ს პრეზიდენტების სახეები. ესენი განასახიერებენ თავისუფლებასა და დემოკრატიას, ყველასთვის ვინც ემორჩილება კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ ფასეულობებს, ეს არის ყველაფერი, რაც შეადგენს თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს.
თქვენ დიდებულ ისტორიაში გაქვთ ისეთი მომენტები, რომლებიც გაძლევენ უფლებას და საშუალებას გაუგოთ უკრაინელებს, გაიგოთ რას ვგრძნობთ დღეს.
თქვენ გახსოვთ, ალბათ, 1941 წლის 7 დეკემბრის, პერლ ჰარბორის საშინელი დილა, როცა თავს დაგესხნენ თვითმფრინავებით;
ალბათ, გახსოვთ 2001 წლის 11 სექტემბერი, როდესაც თქვენ ტერიტორიაზე შემოიჭრა თვითმფრინავები და უდანაშაულო ხალხს დაესხნენ თავს მაშინ, როდესაც ამას არავინ ელოდა და თქვენ ეს ვერ გააჩერეთ.
ასეთივე გამოცდილება აქვს ჩემს ქვეყანას ყოველ წამს, ყოველ წუთს უკვე 3 კვირის განმავლობაში. ცა გახდა სიკვდილის წყარო. რუსულმა ჯარმა უკვე ჩამოყარა 1000 ჭურვი. ისინი ცდილობენ, ამ ჭურვების გამოყენებით დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა და ჩვენ ველოდებით პასუხის, რომ გაუწიოთ წინააღმდეგობა“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.