ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს.
1tv.ge-ს ინფორმაციით, მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ წაღებულია 50 ათასი ლარის საქონელი.
„მაღაზია გაქურდეს კომენდანტის საათის დროს. წაღებულია ლეპტოპები, პერსონალური კომპიუტერები და ტელეფონები, დაახლოებით 50 ათასი ლარის საქონელი“, – განაცხადა მან.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ქურდობას გულისხმობს.