როგორც უკვე ვწერდით, ქუთაისში მაღაზია გაქურდეს.
“გურია ნიუსისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, აბაშიძის ორ ნომერში მდებარე მაღაზიიდან წაღებულია ას ლარამდე თანხა.
“ქურდობა დღეს დილით მოხდა. სავარაუდოდ, წაღებულია ას ლარამდე თანხა და სიგარეტები. მინის კარი გატეხეს და იქედან არიან შესულები“, _ გვეუბნება წყარო.
როგორც “გურია ნიუსს ” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177- ე მუხლით დაიწყო.
ჩვენი ინფორმაციით, პოლიციამ უკვე ამოიღო კამერების ჩანაწერები, რომელშიც ჩანს, რომ ქურდობა, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს.
ავტორი