“ქართლის ამბების” ინფორმაციით, კასპის სოფელ თელიანში სახლი გაქურდეს.
ადგილობრივების ცნობით, ქალაქიდან სოფელში დასასვენებლად ჩასულ დემეტრაშვილების ოჯახს ოთახები ცარიელი დახვდათ:
,,წაღებულია ყველაფერი, საწოლები და სხვა ნივთები.” – იტყობინება დაზარალებული ოჯახის ახლობელი.
მისივე ცნობით, ქურდობის ეს პირველი შემთხვევა არ არის.































































