“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ქუთაისის ცენტრში მაღაზია “ფრეშმარტი” გაქურდეს.
უცნობი პირები სასურსათო დაწესებულებაში კარის მინის ჩამტვრევის შედეგად შევიდნენ.
არსებული ინფორმაციით, წაღებულია სიგარეტები და ტკბილეული.
“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ქურდობაში არასრულწლოვნები მონაწილეობდნენ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.



































































