წაქცეული ხეები, დატბორილი გზები და სარდაფები _ თბილისში, მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ სტიქიას ებრძოდნენ.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, უწყებაში 200-მდე ზარი შევიდა, რისი ნაწილის ფიქტიური აღმოჩნდა.
„გამოძახებები დაიწყო წყლის ადიდებასთან ერთად გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან. ძირითადად, დაიტბორა გზები და მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა გზებიდან მანქანების და იმ მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოყვანა, რომლებიც გადაადგილდებოდნენ, რადგან მანქანები ვერ ახერხებდნენ გზიდან გამოსვლას. გლდანის ტერიტორიაზე, ასევე, მოხდა, მეტრო „ახმეტელთან“ მიწისქვეშა გადასასვლელის დატბორვა, მეტროს საქმიანობას საფრთხე არ შეჰქმნია, მაშველებმა მოქალაქეები გამოიყვანეს მეტროს ტერიტორიიდან. ასევე, დაიტბორა რამდენიმე სარდაფი და მოხდა წყლის ამოტუმბვა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოგვსვლია. ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ხის წაქცევის გამო გზა ჩაიხერგა, ამ დროისთვის, გზა გაწმენდილია და შეფერხებები მოხსნილია. ამ ეტაპისთვის დასუფთავების პროცესი დასრულებულია და პროცესში ქალაქის გამგეობები ჩაერთვებიან“.
მერაბ ცაავა ფოტოები