,,ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საუბრობს და ,,ქართულ ოცნებას“ არაქმედითუნარიანობაში ადანაშაულებს. როგორც ჭიაბერაშვილი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, როგორი სახის ნარკოპოლიტიკაზე შეთანხმდება ,,ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ოჯახზეა დამოკიდებული.
,,ჩვენი , ,,ევროპული საქართველოს“ პოზიცია ორივე ნაწილში ეთანხმება საზოგადოების იმ წუხილს, რომელიც უკავშირდება არაეფექტურ ნარკოპოლიტიკას. ერთი მხრივ, ნარკორელიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა არ არის სათანადოდ ეფექტური და სამწუხაროდ, ნარკოტიკები ფართოდ ვრცელდება, მერე მხრივ, ყოველწლიურად იზრდება მძიმე ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვი. ამასთან, საზოგადოებას რაც აწუხებს, არის ის, რომ თავად ნარკომომხმარებლების მიმართ გაცილებით ფართოდ უნდა ამოქმედდეს ჯანდაცვისა და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამები, რათა დავეხმაროთ ადამიანებს, რომ ჩადგნენ ცხოვრების ნორმალურ რიტმში. იმის ნაცვლად, რომ ორივე მიმართულებით მიმდინარეობდეს მსჯელობა, როგორ დაიხვეწოს კანონმდებლობა და როგორ გახდეს მთავრობის მუშაობა უფრო ეფექტური ,,ქართული ოცნების“ შიგნით მიდის ამ საკითხზე კინკლაობა. ივანიშვილების ჩართვას რაც შეეხება, აქ ლაპარაკია არა ერთის ჩართვაზე, არამედ უმრავლესობამ ცალ-ცალკე უნდა ადევნოს თვალი, რას ფიქრობს ან მამა ან შვილი, ერთმა რა რეპი გამოუშვა, მეორემ რა თქვა, რომ დაახლოებით გაიგონ, რა უნდა ივანიშვილის ოჯახს“,_ განაცხადა ჭიაბერაშვილმა.