ხანძარია წალენჯიხაში. როგორც ირკვევა, ცეცხლი სამ ლოკაციაზეა. იწვის ეკალ-ბარდები. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
ჯერჯერობით, უცნობია, რა ფართობზეა ხანძარი. ასევე, უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
გარდა ამისა, როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, სოფელ ჯვარში დაახლოებით, ერთი საათის წინ, საცხოვრებელი სახლი დაიწვა. დაშავებული არავინაა.
შეგახსენებთ, ხანძარს ებრძვიან მარტვილშიც.