გვიან ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა.
არსებული ინფორმაციით, გია ხარჩილავა ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. შემთხვევა ზუგდიდში, სოფელ ცაიშთან იმ დროს მოხდა, როდესაც ხარჩილავა, თბილისში მიდიოდა.
პოლიციამ ოპოზიციონერი მერი ალკოტესტზე შეამოწმა და მას სიმთვრალე დაუდასტურდა. რაც შეეხება თავად ხარჩილავას, ის მომხდარს, გაუგებრობას უწოდებს.
ავტორი