წალენჯიხის სოფელ ჯგალში მოსახლეობამ ცენტრალური გზა გადაკეტა.
სოფელ ჯგალში მოსახლეობა ბოლო 1 თვის განმავლობაში უკვე მეორედ მართავს საპროტესტო აქციას.
პროტესტის მონაწილეები შეშის გარეშეა დარჩენილი და ტყეკაფების გამოყოფას ითხოვს. მათ შეშის დაბინავების უფლება არ ეძლევათ.
მოსახლეობა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისგან პირობის შესრულებას ითხოვს, თუმცა ადგილზე მათგან არავინ გამოჩენილა.
თუ პრობლემა დროულად არ აღმოიფხვრება, მოსახლეობა პერმანენტულ აქციებს აანონსებს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ავტორი