ორი დღეა ოზურგეთში უმეტეს სუპერმარკეტებში ხალხმრავლობა არის. ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც არაერთმა ადამიანმა დაწერა.
„მსგავსი სიტუაცია აღარ მახსოვს როდის იყო. შაქარი ერთ-ერთ სუპერმარკეტის ქსელში 1.60 ღირდა და ვიდრე სალარომდე მოვედი 20 თეთრით მოიმატა. ეს არის ერთმანეთის გვერდით თანადგომა?!“ _ გვითხრა ერთ-ერთმა ოზურგეთელმა.
სუპერმარკეტების მენეჯერები „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობენ, რომ ყველაზე მეტად შაქარს, მაკარონს, პურისფქვილს, ზეთს ყიდულობენ მომხარებლები.