მსოფლიოში პირველი ფილმის ჩვენება პარიზში შედგა. ეს იყო ძმები ლუმიერების მიერ გადაღებული ფილმი, რომელიც ფრანგებმა, პარიზის ცნობილ, კაპუცინების ბულვარზე იხილეს. როგორც გაირკვა, ამ ბულვარს სინამდვილეში არ კაპუცინების, არამედ კაპუცინკების ბულვარი ჰქვია. იმ დროს ბევრმა რა თქმა უნდა არ იცოდა, თუ რა წამოწყებასთან ჰქონდათ საქმე და ვერ იმას წარმოიდგენდნენ, რომ კინომატოგრაფი მომავალში მილიარდობით დოლარს წაეთამაშებოდა.
რაც შეეხება პირველი ფილმის ჩვენებას, ამასაც მრავალი კურიოზი სდევდა თან. როდესაც ძმებმა უორნერებმა კინოთეატრი გახსნეს, მათ არ ჰქონდათ მაყურებლისათვის სკამები, რის გამოც დამკრძალავი ბიუროს სკამების გამოყენება მოუხდათ. დილით სკამებზე გარდაცვლილების ნათესავები სხდებოდნენ, საღამოთი კი ხალხი კინოს უყურებდა. რას იზამ, კაცს რომ გასაჭირში არ მიატოვებ, ეს არც დამკრძალავ ბიუროში დავიწყებიათ.
კინოს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა სახელწოდება. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფენის ხალხი სხვადასხვა სახელს ეძახდა: კიმონო, ხრომო, ფონო, მეგა, სკოპოგრაფი, ილუზიონი, კიკი, კინემოსა დაბოლოს – კინმოშკა. საბოლოო ფორმა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ესაა კინოშკა, რომლიდანაც დღეს მარტო კინო შემორჩა.