Developed By Web Features 2024 © All rights reserved
აღნიშნული ცვლილება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში შევიდა.
ამ დრომდე დანამატის ოდენობა წამყვანი მასწავლებლისთვის 250 ლარით განისაზღვრებოდა, მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის კი 300 ლარით.
ცვლილებების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა.
წამყვანი და მენტორი მასწავლებლები გაზრდილ ანაზღაურებას 1-ლი თებერვლიდან მიიღებენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved