“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ქუთაისში ქარმა ხე წააქცია, რომელიც ავტომობილს დაეცა.
ასევე წაქცეული ხე გაზის მილს და ელექტროხაზებს დაეცა, რის გამოც პეტრიწის მე-2 შესახვევში არსებულ კორპუსებს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ადგილობრივების თქმით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
მანქანაში არავინ იმყოფებოდა, ის მძღოლს დაპარკინგებული ჰყავდა.






























































