ცოტა ხნის წინ, ამერიკულმა ვებგვერდმა “DoSomething” ბოლო წლების ყველაზე წარმატებული და აქტიური ქველმოქმედების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. რასაკვირველია, ამ სიაში შოუ-ბიზნესში მოღვაწე პიროვნებები მოხვდნენ.
ყველასთვის მოულოდნელად, პირველობა არავის დაუთმო ორიგინალური ქცევით გამორჩეულმა მომღერალმა ლედი გაგამ. ამ ექსცენტრიულმა ქალბატონმა საკუთარი საქველმოქმედო ფონდი “Born This Foundation” ჩამოაყალიბა. ამ ორგანიზაციამ შიდსისა და მსოფლიოში სიღარიბის წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზაციებს დიდძალი თანხები გადაურიცხა.
მეორე საფეხურზე კანადელი ჭაბუკი ჯასტინ ბიბერი აღმოჩნდა. ჯასტინმა საკუთარი შემოსავლების გარკვეული ნაწილი ფონდის “Pencils of Promise” ანგარიშზე ჩარიცხა. ეს ორგანიზაცია ლაოსში, ნიკარაგუასა და გვატემალაში სკოლებს აშენებს.
მესამე პოზიცია ცნობილმა კინომსახიობმა ჯორჯ კლუნიმ დაიკავა.
აქტიური ქველმოქმედების ჩამონათვალში შემდეგი მუსიკოს-შემსრულებლები მოხვდნენ: შაკირა (11), Coldplay (19) და ტეილორ სვიფტი (20).
წარმატებული მეცენატების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.
- ლედი გაგა; 2. ჯასტინ ბიბერი; 3. ჯორჯ კლუნი; 4. უილ სმიტი; 5. ლეონარდო დი კაპრიო; 6. მეთ დეიმონი; 7. ელენ დი ჯენერესი; 8. ანჯელინა ჯოლი; 9. დუაიტ ჰოვარდი; 10. დემი ლოვატო.