წარმოუდგენლად, მძიმე ამბავმა დაადუმა სოფელი, ჩვენს რიგებს ლორიტა გამოაკლდა, გაგვიფრინდა თავის ანგელოზთან ერთად! იქ მართალთა შორის დაიდო სამუდამო სამყოფელი. წარმოუდგენლად რთულია ანუგეშო მეუღლე! შვილები!
ღმერთმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი შენს ჯერ არ დაბადებულ ანგელოზთან ერთად, მშვიდად განისვენე და ილოცე შენი შვილებისთვის, რომელიც აქ დაგვიტოვე! _ წერს სოციალურ ქსელში ბუკნარის საბავშვო ბაგა-ბაღი.
ინფორმაციისთვის, ფეხმძიმე ქალი, ლოლიტა პაპავა ჩოხატაურში დღეს გარდაიცვალა.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ოჯახი მეექვსე შვილს ელოდებოდა.
































































