„ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე შემდეგ განცხადებას აკეთებს:
„გაჭირვებული, გაღარიბებული, გატყავებული ადამიანების უფლებებს დაცვა;
სამუშაო ადგილების შექმნა, მშიერი ბავშვები ქეყანაში, მათი უფლებების დაცვა!!!
დღეს აღარავის აინტერესებს, სამაგიეროდ მმართველი „ქართული ოცნების“ და კომპლექსიანი კობახიძის ერთადერთი გამოწვევა „ნაციონალებთან“ ბრძოლა გახდა.
პლიუს ახლა დამატებით კიდევ იმას „ვარკვევთ“, გახარია მონური გადაწყვეტილებების შემსრულებებლი იყო, თუ გაბედავს ოდესმე სიმართლის თქმას.
მოკლედ, ასეთი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური კრიზისი, რაც დღეს ქვეყანაშია, 90-იანი წლების მერე არ ყოფილა და მართლა მაინტერესებს, ვინმეს სჯერა, რომ კობახიძე – ღარიბაშვილი დაალაგებს მთელ ამ პრობლემებს?!
თუ თურნავა ააწყობს ქვეყნის ეკონომიკას?!
ანუ, გეგმა იგივეა ფაქტია – ამათ ისევ წარსულის ხარჯზე უნდათ მომავალში დარჩენა.
ამიტომ ვამბობ, კონსოლიდაციაა საჭირო დღეს ოპოზიციაში და ყველას ჩართულობა, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია“.