18 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში, სასახლის მოედანზე დამონტაჟებულ ინსტალაციაზე – გულები წარწერებით „პეტერბურგი“ და „მარიუპოლი“, ახალი მინაწერი გამოჩნდა „მკვლელებო, თქვენ დაბომბეთ იგი, იუდები“.
BBC ტელეგრამ არხზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წერს, რომ ფრაზა დაწერა სკოლის 17 წლის მოსწავლემ.
,,უფრთხილდით მედიას“, – წერს მოსწავლე.
მათივე ინფორმაციით, მეთერთმეტეკლასელი სასახლის მოედანზე დააკავეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ მოსწავლე კარგად სწავლობს, მონაწილეობს ოლიმპიადებში მათემატიკასა და ინფორმატიკაში.
მანამდე, რუსული მედია – mk.ru სამართალდამცავი ორგანოების წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ 17 წლის გოგოს წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოების საქმე აღიძრა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციაზე და პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.
რუსეთის ხელისუფლებისთვის მიუღებელია წარწერის გაჩენის შემდეგ ინსტალაცია წააიშალა. მოსალოდნელია, რომ მოწესრიგდება და მოედანზე დააბრუნებენ.