ბლოგერი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„შენი გამწარებული ემიგრანტი ბებო მოფრინავს იტალიიდან და მალე, რამდენიმე საათში ჩაგეხუტება გაყინულს… ცაში გაფრინდა 3 წლის ანგელოზი, ნოე ტარიელაძე… გლოვობს ჩემი ბათუმი…
ღმერთო, სად ხარ ასეთ დროს? ასეთი პატარა ანგელოზები რატომ უნდა კვდებოდნენ, რატომ? გული მომიკვდა, როგორ ვთქვა, სიტყვა ვიზიარებთქო ეგეც არ ვიცი, რა ვთქვა და რა დავწერო… ესეც არ ვიცი, ენით აუწერელი ტკივილია პატარა ანგელოზი უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს…
გთხოვთ ლოცვებში მოიხსნიოთ, ახლადშესვენებული ნოე,“ – წერს შოთო სიხარულიძე.
ცნობისთვის ბავშვს მანქანა დაეჯახა მცირეწლოვანი კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა