ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე:
წავიდა ჩვენი სავალუტო რეზერვები ჩინეთში!
ეროვნულ ბანკს რეზერვების ნაწილი ჩინეთში გადააქვს და ჩინეთის მთავრობის ფასიან ქაღალდებში განთავსებას გეგმავს.
ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ეს უფლება ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან დადებული შეთანხმებით მოიპოვა. ამ განცხადებიდან ვიგებთ, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს რეზერვების დივერსიფიკაციას და რისკების დაზღვევას.
რა ნიშნავს მარტივად ეს? რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამეორებას. რუსეთმა მთელი რეზერვები ოქროსა და ჩინურ იუანში გადაიტანა. დასავლურ ვალუტუბში რაც ჰქონდა გაეყინა და იმ ქვეყნებში არც სურვილი ექნება განთავსების და არც ამის უფლებას მისცემს ვინმე.
ყველა ნაბიჯი, რაც “ოცნებამ” გადადადგა ბოლო წლებში, არის რუსული კანონებისა და ქმედებების პირდაპირი კოპირება. ჩინეთში რეზერვების გადატანის სურვილი დასავლეთიდან კიდევ უფრო ჩამოშორების გეგმის ნაწილია.


































































