“გვახსოვს, ვმკურნალობთ სიყვარულით და სოლიდარობით!”_ ამ დევიზით აღნიშნავს მსოფლიო წელს მსოფლიო შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, დღეისათვის, მსოფლიო სიტუაციის მიხედვით, საქართველო მიეკუთვნება აივ/შიდსის კონცენტრირებული გავრცელების ქვეყნებს სტაბილური ეპიდემიოლოგიური სურათით.
19 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 10 608 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 7945 – მამაკაცი და 2663 – ქალია. 2263 პაციენტი გარდაიცვალა.
მიმდინარე წელს გამოვლინდა აივ ინფექციის 217 ახალი შემთხვევა.
არვ (ანტირეტროსულ) თერაპიას იტარებს 6000-ზე მეტი პაციენტი, მათ შორის 42 – ბავშვი.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგია:
• 32.0 % – ნარკოტიკების ინექციური მოხმარება;
• 52.0 % – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;
• 14.0 % – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;
• 1.1 % – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;
• 0.4 % – სისხლის გადასხმის შედეგად;
• 0.5 % – გადაცემის გზა დაუდგენელია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიული განაწილების მხრივ –აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, აფხაზეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთში და ა.შ.