„თბილისი პრაიდის“ საორგანიზაციო ჯგუფი საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წელს „ღირსების მარში“ არ ტარდება და მხოლოდ სამი ღონისძიება იგეგმება დახურულ სივრცეში, ორგანიზატორებს აქვთ კომუნიკაცია შსს-სთან და მათგან დაცვის გარანტიებიც მიიღეს, თუმცა შეშფოთებას გამოხატავენ „ალტ-ინფოს“ ძალადობრივი მოწოდებების გამო, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძეს ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ.
„თბილისი პრაიდი“ მოითხოვს:
- „მთავრობამ საჯაროდ და მკაფიოდ განაცხადოს, რომ დაიცავს თბილისი პრაიდის კვირეულის სამივე ღონისძიებას და მის თითოეული მონაწილის უსაფრთხოებას.
- უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ღონისძიებების მიმდებარე ტერიტორიებზე და მთელ ქალაქში.
- დასაჯოს 5 ივლისის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ ძალადობრივ საქმიანობას და საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ევროპულ მომავალს“.