https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“წელს, გურიაში, უმანდარინო სეზონი ზამთარმა მოგვისაჯა” _ მანდარინის გარეშე დარჩენილი გურულები

8:44; 13.11.2025
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მანდარინის წლევანდელ სეზონს გურიაში, ადგილობრივთა თქმით, როგორც არასდროს, ისეთი ცუდი პირი უჩანს.

როგორც ცნობილია, ციტრუსოვნები, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში _ გურიაში, აჭარაში, სამეგრელოსა და ცოტა რაოდენობით იმერეთსა და სვანეთშიც არის.

ყველაზე მეტი, არსებულის 70 პროცენტზე მეტი, აჭარაში იკრიფება. შემდეგ მოდის გურია _ დაახლოებით, ოცი პროცენტი. მთლიანად, მთელ საქართველოში, სეზონზე, საშუალოდ, 70 ათასი ტონა ციტრუსი იკრიფება, საიდანაც ძირითადი, 80%-ზე მეტი მანდარინია.

გურია ამჯერად ისე მცირე მოსავლით წარმოჩინდება, როგორც არასდროს.

ვეფხია სიხუაშვილი, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ შრომაში:

_ 4-5 ტონამდე მანდარინს ვკრეფდი. ძალიან დიდი ბაღი არ მაქვს, მაგრამ გჯერათ? ახლა ჩემს პლანტაციაში ათი კილო მანდარინი არ იქნება. მთლიანად დაამსხვრია ტოტები ამ ზამთარში დიდთოვლობამ. ხე არ დარჩა, რომ არ გამესხეპოს. საჭმელი მანდარინიც არ არის. იგივე მდგომარეობაა თითქმის ყველა ოჯახში.

_ მანდარინის ძალიან მცირე მოსავალია წელს. 2025 წლის ზამთრის არნახულმა დიდთოვლობამ, რომ იტყვიან, წელში გადატეხა წლევანდელი მოსავლის საქმე. ეს გამოიხატება დამსხვრეულ-დალეწილი ციტრუსოვანთა ბაღებით. ფაქტობრივად, ხალხს უმეტესი ციტრუსოვანი მცენარის გასხეპვა მოუწია. ამავდროულად, ციტრუსმაც, ისევე, როგორც ხეხილოვნებმა თუ თხილმა, წლების გამოტოვება იცის. შარშან ძალიან კარგად ესხა. წელს, ალბათ, მაინც ნაკლები იქნებოდა მოსავალი, თუმცა, ამ ზამთარმა და დიდთოვლობამ, მცირე მოსავლის იმედადაც აღარ დაგვტოვა. მე, პირადად, რვა ტონა მანდარინს ვკრეფდი და ახლა ასი კილო არ იქნება, _ გვითხრა მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ კონჭკათში დავით თოიძემ.

გურულები აღნიშნავენ, რომ გასულ წლებში, შარშან და შარშანწინ, მანდარინის ნაყოფმა სიმწიფე, “სიყვითლის გადაკვრა” დააგვიანა. მაშინ ამბობდნენ, რომ შემოდგომის ზედმეტად თბილმა ამინდებმა, რომელიც თითქმის ღამითაც იგივე იყო, ნაყოფის “ფერის გადაკვრას” ხელი შეუშალა, რადგან ციტრუსოვანთა მწიფობას სპეციფიკური ტემპერატურა სჭირდება.

_ სითბოც და ამავდროულად, ღამის დაბალი ტემპერატურა, რაც ნოემბრისთვისაა, ძირითადად, დამახასიათებელი, წელს ზედგამოჭრილია, მაგრამ რად გინდა? სადაა მანდარინი? აქა-იქ ასხია. მთელი პლანტაციიდან რომ ხუთიოდე ხე გადარჩება დაუმსხვრეველი, ის რომ მოისხამს, ამას ჰქვია “პირის გასასვლებელი” ნაყოფი. ასეა წელს გურულების საქმე. მანდარინი ლამის სანატრელი გაგვიხდა, _ გვეუბნება სოფელ ნატანების მკვიდრი დალი ხელაია.

ბოლო წლებში, ყველაზე ცუდი მოსავალი 2022 წელს აღინიშნა და ამის შესახებ ჩვენ ვწერდით. ძირითადად ეს ზედმეტად წვიმიანმა ზაფხულმა გამოიწვია. თუმცა, წლევანდელი მოსავალი, რაც გურიის მოსავლის მხოლოდ 20 პროცენტს თუ შეადგენს, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ბოლო ათეული წლების მანძილზე. აქ მოსვლის ნაკლებობას სხვა დროს ნაკლებად უჩიოდნენ და მთავარი აქცენტი გასაღების ბაზარზე იყო, რაც კვლავინდებურად არ შეცვლილა.

როგორც ცნობილია, აჭარაში მოქმედებს ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი. გურიაში კი, ციტრუსოვანთა რეალიზაციას თვით მოსახლეობა ახდენს პერმანენტულად, საკუთარი შესაძლებლობის მიხედვით.

გურიაში ჯერ კრეფის პროცესი არ არის დაწყებული. საუცხოო “მანდარინის ამინდებად” შერაცხული ნოემბრის პირველი დღეებით გურულები ხარობენ, თან შიშობენ, ვაითუ, გაავდრდეს და ახლა კარგად გაყვითლებული, მაგრამ ორიოდე კაკალი მანდარინიც რომ გვეზარალოს, რა უნდა ვქნათო. ამიტომ ერთმანეთს ეკითხებიან, ხომ არ აჯობებდა კრეფის ადრიანად დაწყება.

შერჩევითი კრეფა ისედაც დაწყებულია.

_ რა ვქნათ, აბა, პურის ფული, შაქარი, ზეთი… ახლა სურსათზე ვფიქრობთ. წავიდა ის დრო, ზაფხულში თხილის შემოსავლის იმედად რომ ვიყავით და შემოდგომაზე მანდარინი გვიხარებდა გულს. სურსათი კი არა, რას არ ვყიდულობდით ოჯახისთვის. კვების ფული ისედაც საკმარისად გვრჩებოდა. ახლა ფასი ისეა დაცემული, ადრინდელს არც შეედრება. წელს ზამთარმა მოგვისაჯა უმანდარინო წელი. ათტონიანი ბაღებიდან ტონა მანდარინი აღარაა. ეს საქმეა? ბაზარზე ერთი კილოგრამი მაინც ორ ლარი ღირს. თუ გადამყიდველს ჩააბარე, ესეც არ მოგიწევს, _ გვეუბნება სოფელ ქაქუთის მკვიდრი, მანდარინის პლანტაციის მფლობელი მანანა ღლონტი.

ახლა ოზურგეთის ბაზარში მანდარინს გასაყიდი ფასი დაბალია, საშუალოდ, ერთი კილოგრამი ორი ლარი ღირს. აქტიური კრეფის სეზონი, უმეტესად, ნოემბრის ბოლოს იწყება და ადგილობრივთა თქმით, ასე იქნება წელსაც.

_ როცა სეზონი დაიწყება, ყოველთვის მუშაობს ბრიგადები. თუმცა, მუშახელიც არაა ასე ადვილად მოსაძიებელი. ხალხი წასულია სამუშაოდ. ვისაც მუშაობა შეუძლია. ადგილზე ვინც დარჩა, საკმაოდ მაღალ ფასს ამბობენ, ქირის სახით 70 ლარს ითხოვენ. ეს კი საკმაოდ ძვირია. მანდარინის პლანტაციის მფლობელსაც ისევე უჭირს, როგორც ქირით მომუშავეს. მით უფრო, წელს ერთ დღეში მოკრეფს ნადი იმ ბაღებში მანდარინს, შარშან და ზოგადად, ადრე, ერთი კვირის მანძილზე რომ ვერ ამთავრებდნენ კრეფას, _ გვეუბნება სოფელ მერიის მკვიდრი, ნაზი კეჭაყმაძე.

_ ჩვენ კარგად გვახსოვს, ოთხი-ხუთი წლის წინ, ხალხს მანდარინი ერთიანად გაუფუჭდა. დალპა, რადგან არ მოხერხდა დროული რეალიზაცია. მაშინ პანდემიამაც შეგვიშალა ხელი. ბოლო ორი წლის მანძილზე არ ვიყავით უკმაყოფილო. მოსავალი არ გვიზარალია. ახლა მსხმოიარობა, თუ ამას მოსხმული ქვია, 12-ტონიანი ბაღიდან რომ ორ ტონას თუ მოკრეფ, ისე დალეწა თოვლმა… თავს ზევით ძალა არაა, _ ამბობს ლიხაურელი გელა სალუქვაძე.

გასულ წლებში, უფრო 2023-24 წლის სეზონზე, მყიდველიც უფრო შემოვიდა გურიაში და არასტანდარტულ მანდარინსაც ფასი დაედო. წელს, ფაქტობრივად, ძველი ბაღების განადგურება მოხდა. ახალი ისედაც არავის გაუშენებია და რომც გაეშენებინა, ისიც უფრო მეტად თუ დაზიანდებოდა, _ ამბობენ ადგილობრივები.

_ მოსავალი ნაკლებია. ადრე დაზიანებული იყო როგორც ფაროსანასგან, ისე სოკოვნებისგან. ახლა ზამთარი იყო და რაც დაუმტვრეველი გადარჩა, ეს უფრო მცენარის ვარჯია. საცოდაობა იყო ამის ყურება. 70% გავსხეპეთ ჩვენს პლანტაციაში. სასუქის შეტანა კი მოვახერხეთ. შარშან მოსავალი კარგი იყო. წელს დავრჩით ხახამშრალი. წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება. ზამთარი ზამთარია, მაგრამ ამას არც წარმოვიდგენდით, _ გვეუბნება სოფელ ხვარბეთს მკვიდრი ცირა ლომჯარია.

_ რაც შეეხება მყიდველს, კლიენტები თავისით შემოდიან. სახელმწიფო აქ არაფერს არ რეაგირებს. ასი ბაზარში რომ დღეს ორი ლარია, მომხმარებელი ნაკლებს, ალბათ, ერთ ლარს შემოგთავაზებს.

შარშან ფასები უფრო დაბალი იყო. მანდარინის ფასი რაც შარშან იყო, ისაა წელსაც. მგონი, უფრო ნაკლები. რა გამოვიდა? რიგითი მეურნე ადამიანი სულ წაგებულია და ზარალშია.

მთავარია, გაუყიდელი არ დაგვრჩეს და რომ იტყვიან, ჯანდაბას… რა ვქნათ. წელს მინიმალური მოსავალია და მაინც ორი ლარი ღირს. რა ვთქვა, არ ვიცი…

ჩემ ბავშვობაში, როგორც მახსოვს, ყველაზე კარგი ფასი მანდარინს ჰქონდა. მთელი გურია მანდარინის სეზონს სიხარულით უცდიდა. ოჯახში შეძენის და ზოგადად, ეკონომიკურად ძლიერად ყოფნის იმედი იყო.

 ნეტა, ოდესმე იმავე ფუნქციას თუ შეიძენს მანდარინი… _ გვეუბნება სოფელ ნატანების მკვიდრი მაია ნაკაიძე და აღნიშნავს, რომ ციტრუსის დაბინავებას და რეალიზაციას, აჭარაში ძალიან კარგად არეგულირებენ:

_ აქ, გურიაში რომ იკითხო, სახელმწიფოს ეს არ ევალებაო. კერძო საკუთრებაა და მიხედეთ, როგორც გინდათო, გვეუბნებიან. აბა, იქ ცალკე სახელმწიფოა? როგორც გვესმის და ვკითხულობთ, იქ სულ გამართულად მუშაობს ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი და ხალხს ჩაბარებაზე პრობლემა არ აქვს. საექსპორტო მანდარინს სპეციალური მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოები იბარებენ და საქმეს უპრობლემოდ იგვარებენ. იქ 50 ათას ტონაზე ტონაზე მეტი მანდარინი იკრიფება და გურიაში სადაა ამდენი. მით უფრო წელს…

ქალბატონი გვეუბნება იმასაც, რომ მანდარინის ახალგაშენებულ ბაღებს ნაკლებად ან სულ ვერ ნახავთ. ასევე, საკმაოდ დააზიანა მანდარინის სანაყოფე კვირტი მავნებელმა ფაროსანამ. ლაქიანობა ხომ ყოველთვის აქვს მცენარეს, თუმცა, სოკოვან დაავადებებს, უმეტესად, უმკლავდებოდა გლეხი. ამ ფაროსანამ კი, ლამის, ბოლო მოუღოს გურიაში ყველა ხეხილოვანს თუ თხილს. ციტრუსოვანსაც არ დარჩა ვალში…

მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ლიხაურში, ნანა წითლიძე გვეუბნება, რომ აქ ადგილობრივებს საკმაოდ აქვთ ციტრუსოვანთა პლანტაციები და იგივე მდგომარეობაა, რაც სხვა სოფლებში:

_ ზამთრის სტიქიამ რომ სასტიკად დააზიანა ციტრუსოვანთა ბაღები, ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა ახლა. გასხეპილი ბაღებიდან, ხემ ახალი ნაყარი რაც უნდა კარგად გამოიღოს, ჯერ ნაყოფს ხომ ვერ მოგცემს? _ გვითხრა მან.

ზოგადად, ყველა სოფელში, ყველა რესპონდენტი, საჯარო მოხელე თუ ციტრუსოვანთა პლანტაციების მფლობელები, განმარტავენ, რომ მანდარინის თუ ლიმონის ხეებმა, ყველა ციტრუსოვანმა სტიქიური მოვლენებისგან მიიღო სასტიკი ტრამვა:

_ სხვანაირად როგორ ვთქვათ? დასახიჩრდა ხე-მცენარე. ფაქტობრივად, დარჩა ვარჯი. გაუსხეპავი არცერთი ხე არ დარჩენილა, რადგან ტოტების უმეტესობა ჩამომტვრეული ჰქონდა. შემთხვევით რაც გადაურჩა თოვლის სიმძიმეს, ეგაა. შესაძლოა, წელს მოსავალი ისედაც ნაკლები ყოფილიყო, რადგან შარშანდელი მსხმოიარობა სიუხვით გამოირჩეოდა. თუმცა წელს ძირითადად სტიქიამ გამოიწვია ის ფაქტი, რომ გურია მანდარინის გარეშე დარჩა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მხოლოდ “პირის გასასოლებლის” ამარა,  _ ამბობს მოსახლოება.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა – რა მიმართულებაზე და რამდენით მოიმატა ფასმა

21:15; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:04; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

სად აშენდება ახალი საბავშვო ბაღები გურიისა და სხვა მუნიციპალიტეტებში

17:40; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

საავტომობილო გზების განცხადება – სად რა სახის ტრანსპორტზეა დაწესებული შეზღუდვა

16:52; 27 იანვარი, 2026
საზოგადოება

“უკომენტაროდ”- რა ფოტო ვრცელდება გურიიდან

16:37; 27 იანვარი, 2026

,,წვიმა და ტემპერატურის კლება” - ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით

"ყველა მშობელმა მინდა, ეს იცოდეს“ _ ჯანდაცვის მინისტრი

ყველა სიახლე

სამართალი

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს

9:32; 28.01.2026
სამართალი

პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

22:47; 27.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა

22:34; 27.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

22:30; 27.01.2026
საზოგადოება

საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა – რა მიმართულებაზე და რამდენით მოიმატა ფასმა

21:15; 27.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:04; 27.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს „მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების“ კურსი დაემატა

18:01; 27.01.2026
საზოგადოება

სად აშენდება ახალი საბავშვო ბაღები გურიისა და სხვა მუნიციპალიტეტებში

17:40; 27.01.2026
საზოგადოება

საავტომობილო გზების განცხადება – სად რა სახის ტრანსპორტზეა დაწესებული შეზღუდვა

16:52; 27.01.2026
საზოგადოება

“უკომენტაროდ”- რა ფოტო ვრცელდება გურიიდან

16:37; 27.01.2026
სპორტი

თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა

16:24; 27.01.2026
სპორტი

პიოტრ იანი: ჩემი შემდეგი ბრძოლა მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ შედგება

16:12; 27.01.2026
სამართალი

ქმარმა ცოლი მოკლა

16:05; 27.01.2026
სამართალი

და-ძმის ცხედრები იპოვეს

15:21; 27.01.2026
პოლიტიკა

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე აღსრულების პროგრესზე კრიტიკული ანგარიში წარუდგინეს

15:12; 27.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო