ეს ფოტოები ხონის მუნიციპალიტეტის, სოფელ გორდში, ჩიხლაძეების კარმიდამოში არის გადაღებული.
ოჯახის რძალის ნინო პატარაიას თქმით, სოფელი გორდი შემოდგომაზე მეტად ლამაზია.
“წლებია ასე დახუნძლულია კარალიოკის ჩირით ჩვენი სახლის აივანი. მხოლოდ ერთ წელს არ ვქონდა ჩირი, როდესაც ფაროსანები გვიტევდა. ფაქტიურად აქ კარალიოკის ჩირებს ყველა აკეთებს.“- გვითხრა ნინო პატარაიამ.
მისივე თქმით, კარალიოკის ჩირებზე დიდი მოთხოვნა არის ბოლო პერიოდში და აქედან გამომდინარე, რაც შეიძლება მეტ ჩირს ამზადებენ შემოდგომაზე. ამ ეტაპზე 1500 კარალიოკი არის გამზადებული.
“ამ წუთებში მყავს ნადი, რაც შეიძლება მეტი ჩირი უნდა დავამზადოთ. წელს კარალიოკის მოსავალი კარგია და აქედან გამომდინარე, ჩირიც ბევრი გვექნება.“