ცემენტმზიდი ავტობუსს შეეჯახა- დაშავებულია 9 ადამიანი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
“დღეს, დაახლოებით 15:00 საათზე, რუსთავი-თბილისის გზის ფონიჭალის მონაკვეთზე, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.
პირველადი ინფორმაციით, ცემენტმზიდი შეეჯახა რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსს.
საბედნიეროდ, არ არის მსხვერპლი.
9 ადამიანი, მათ შორის ავტობუსის მძღოლი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
ამ მომენტისთვის, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე იმყოფება სტაციონარში, სადაც დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
რუსთავის მერია მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს თითოეულ მათგანს.
ავტოავარიის მიზეზების დასადგენად, მიმდინარეობს გამოძიება”,_ აცხადებს რუსთავის მერია.



































































