ცენტრალურ ამერიკაში ნიკარაგუას, კოსტა რიკასა და ჰონდურასს შტორმმა NATE-მ გადაუარა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სტიქიის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, ძლიერმა წვიმამ მეწყერის ჩამოწოლა და წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც განადგურებულია ხიდები და დაზიანებულია სახლები.
კოსტა რიკაში დაახლოებით 400 000 ადამიანი წყლის გარეშეა დარჩენილი. ათასობით ადამიანი სპეციალურად მოწყობილ თავშესაფრებში იმყოფება.