ცენტრალურ კოლუმბიაში 446 მეტრის სიგრძის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა.
ხიდი, რომელიც მარტში უნდა გახსნილიყო, მთავარ ავტომაგისტრალს დედაქალაქ ბოგოტასთან დააკავშირებს.
დაღუპული ათივე ადამიანი ხიდის მშენებლობაზე მუშაობდა. ისინი 280 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდნენ. მათგან 9 ადგილზე დაიღუპა, ერთი კი მძიმე დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დაშავებულია კიდევ რამდენიმე მუშა, ხოლო 11-ს ამდრომდე ეძებენ.