საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში გურიაში მცხოვრები ნიკოლოზ ჩხაიძის წერილს აქვეყნებს. პატარა ნიკოლოზი სანტას მიმართავს.
“იმ ბიჭს, ნიკოლოზს, წელს სანტას მამის გაცოცხლებას რომ სთხოვდა, თურმე შარშანაც უცნაური სურვილებით სავსე წერილი გაუგზავნია.
ნიკოლოზს ზეგ გავიცნობ და უკვე მიხარია”, _ წერს გიორგი კეკელიძე.
“გურია ნიუსი“ გთავაზობთ ნიკოლოზ ჩხაიძის წერილს (სტილი დაცულია).
“გამარჯობა სანტა როგორ ბრძანდებით? მე თქვენთან ერთი კითხვა მაქვს, თქვენ მართლა გყავთ მარხილი და ჯადოსნური ირმები? მე ცხრა წლის ვარ და მალე ათის გავხვდები. თქვენ რამდენი წლის ბრძანდებით? ან ჩრთილოეთ პოლუსზე რატომ ცხოვრობთ? ბავშვებს საჩუქრევს რატომ გვირიგებთ და თავს რატომ იღლით?
თქვენთან მაქვს ერთი თხოვნა, შეგიძლიათ ჩემთან მოხვიდეთ და ცოტახნით დარჩეთ?“ – ნიკოლოზ ჩხაიძე.