პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე გიგი უგულავა მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ზაზა სარალიძეს გვერდში დგომა სჭირდება და ხელისუფლებამ თავი იმით არ უნდა დაიმშვიდოს, რომ პარლამენტის შენობასთან ცოტა ხალხია.
“ჩვენ გუშინაც ვიხილეთ აბსოლუტური უკანონობა, ზღვარგადასულობა, რატომ ავლებს ხელისუფლება პოლიციელებს ისეთ დავალებას რისი შესრულებაც, ბოლოს თვითონ პოლიციელებს შერცხვებათ. გუშინ იყო წვიმა და მივარდნენ ამ ადამიანებს და უთხრეს თავზე პარკი რატომ ახურავთ. მოდი, დავიწყოთ იქედან, რომ ჩვენ ყველას შეგვიძლია შევიკრიბოთ აქ და დავიხუროთ პარკი, თუნდაც ფოთოლი. არ არის ეს ხელისუფლების საქმე. კანონში წერია ესე. სჯობია გახარიამ ჩახედოს კანონს და ისე მისცეს დავალება თანამშრომელს. მეორე , რა უნდა მოხდეს, რომ ამ ადამიანს თავი დაანებონ. ეს ხომ უკვე პერსონალური აკვიატება არის. ზაზა სარალიძე პერსონალური აკვიატება გახდა, იმის მაგივრად, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც არ გამოიძია და ვინც მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო. დაესმევა ამას წერტილი. 21-ე საუკუნეში აქციებით აღარ გაიზომება ადამიანების და საზოგადოების კუთხე, 21-ე საუკუნეში გაიზომება არჩევნებით და საზოგადოებამ უკვე უთხრა “ოცნებას” რომ რასაც აკეთებს არის არასწორი და მიხედე საქმეს. წადი სახლში. ამით ნუ მოიტყუებენ თავს, რომ დღეს ხალხი არ არის და ეს პროტესტი საზოგადოებას არ აწუხებს. გავიდნენ და ოჯახს ვერ ნახავენ, ვისაც სარალიძის პრობლემა არ აწუხებს. რა ფორმის აქცია იქნება, არ აქვს მნიშვნელობა ამ ადამიანს უნდა დავუდგეთ გვერდით. წერტილი. ამის იქით მეტი არაფერი არ არსებობს”,_განაცხადა უგულავამ.