ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ TV იმედთან საუბრისას განაცხადა, რომ აქციების ერთადერთი შედეგი კორონავირუსით ინფიცირების და გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდაა.
“ერთადერთი შედეგი, რაც დაიდო ხალხმრავალი აქციებით, ეს არის კორონავირუსის შემთხვევების და გარდაცვლილების კატასტროფული ზრდა. ეს ეხება ორივე მხარს – როგორც პოზიციას, ისე ოპოზიციას. არაფერი არ ღირს ადამიანის სიცოცხლის ფასად”,_ განაცხადა ცერცვაძემ.