ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განაცხადებით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 1 438 116 მოქალაქე მივიდა, რაც ამომრჩეველთა 40.93%-ს შეადგენს.
მისივე თქმით, საარჩევნო დღემ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა.
იოსელიანის თქმით, დღის განმავლობაში 24 საჩივარი დაიწერა, რაც ძირითადად შეეხებოდა უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას და ა.შ.
„საარჩევნო კომისიის წევრები აგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები უმოკლეს დროში იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის,“ – განაცხადა იოსელიანმა.































































