ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებიდან ბიულეტინების თვლა დაასრულა.
როგორც მათ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, წინასწარი შედეგების მიხედვით, “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა ხმების 53.92% მოიპოვა, მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.03% (228 821 ხმა) მიიღო.
„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 10.161% (210 787 ხმა) მოიპოვა; „ძლიერი საქართველოს – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.814 % (182 839 ხმა) აქვს; პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კი – 7.771% (161 215 ხმა).
შეგახსენებთ, მარნეულის ერთ უბანზე შედეგები გაუქმებულია.