ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცადებით, ინფორმაციით, 20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46,74%-ია,
მისივე განცხადებით, პირველადი მონაცემი, დაახლოებით, ღამის 02:00 საათისთვის გამოქვეყნდება. კომისიის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში 64,74%, ხოლო ყველაზე დაბალი – მარნეულში 36,47%. დედაქალაქში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 45,6%-მა.
„საღამოს 8 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა კანონის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა. ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა.
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46,74%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ქედაში – 64,74%, ხოლო ყველაზე ცოტა – მარნეულში 36,47%. რაც შეეხება თბილისს, საღამოს 8 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 45,6%-ს. ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემი 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების მონაცემს რომ შევადაროთ, მაშინ აქტივობა იყო 46,6%.
დღეს ცესკოს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრი მუშაობს უწყვეტ რეჟიმში. მთელი დღის განმავლობაში შემოვიდა 1746 ზარი და 497 შეტყობინება ონლაინ ჩატის მეშვეობით. მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხება.
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა. მას შემდეგ, რაც ყველა საარჩევნო უბანზე საუბნო შემაჯამებელი ოქმები შედგება, ისინი მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უმოკლეს ვადაში აიტვირთება საარჩევნო მართვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო შემაჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე ეტაპობრივად განათავსებს სპეციალურ ვებ – გვერდზე“,_განაცხადა მიქელაძემ.