თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივანზე ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
როგორც “გურია ნიუსს” განუცხადეს, აივანზე ქაღალდები დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ვიდეო ადგილიდან სოციალურ ქსელ ფეისბუქში, ჯგუფში “ქალაქის პრობლემები” გავრცელდა.































































