ახალქალაქში სიმაღლიდან გადმოვარდა ქალი, რომელიც ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოსვლას აივნიდან ცდილობდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Jnews.ge ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად ცეცხლი ერთ-ერთი კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე ბინაში გაჩნდა.
ადგილობრივების თქმით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ქალი, ახალგაზრდა კაცი კი, რომლის გამოყვანაც მეხანძრეებმა შეძლეს, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილობრივების ცნობით, ქალი ხანძრისგან თავის დასაღწევად მეოთხე სართულის აივნიდან გადმოსვლას ცდილობდა, რა დროსაც გადმოვარდა და მიღებული დაზიანებებისგან დაიღუპა.
გამოძიება 187-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს.































































